მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის ფოლადი”: ჯართის ფასი გაორმაგებულია

62277049d9fd1
ანუკა ჯოხაძე
09.03.22 13:07
4928
ბოლო ერთ კვირაში არმატურაზე ფასი 200 დოლარით გაიზარდა და 1000 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა პანდემიამდე პერიოდში მისი ღირებულება 750 დოლარამდე იყო. ბიზნესი აცხადებს, რომ იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია, რადგან საჭირო ნედლეული, ხშირ შემთხვევაში, იმპორტირებულია.

"რუსთავის ფოლადში" ამბობენ, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძე აცხადებს, რომ არმატურის საერთო მოხმარებაში უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს დიდი წილი არ აქვს.

ამდენად, მისი თქმით, საბოლოო პროდუქციაზე ფასების ზრდა ჯართის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირებით არის განპირობებული.

“თუ სამი თვის წინ ჯართი, რომელიც ჩვენი წარმოების მთავარი მასალაა, 300 დოლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 500 დოლარამდე ადის, საერთაშორისო ბაზარზე კი ჯართის ფასი 650 დოლარია. იზრდება ელექტროენერგიის ფასიც, რაც ჩვენს ხარჯებში მნიშვნელოვანი კომპონენტია. შარშან ჩვენ პირადად ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯი მინიმუმ 10%-ით გაგვეზარდა. 20%-ით გაგვიძვირდა ბუნებრივი აირიც, შესაბამისად, გაძვირებულია კომპონენტები, რაც საბოლოო პროდუქტის ფასშიც აისახა. არმატურის ფასი 2019 წელს 750 დოლარი იყო, ახლა 1000 დოლარს აჭარბებს ანუ 30%-ით მაინც არის გაზრდილი არმატურის ღირებულება", - ამბობს არჩილ მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები