მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სანქცირებული ოლიგარქები საქართველოს მაინც უფრთხიან" - გიგა ბედინეიშვილი

62376a23b2e78
სალომე ჭიპაშვილი
20.03.22 22:16
1891
„მსოფლიოს მიერ სანქცირებულ ოლიგარქებს სანქციების არიდებაში ხელი არც მორალურად და არც ეკონომიკურად არ უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა „ფორბს კვირასთან" ინტერვიუში ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, რუსი ოლიგარქების მიმართ საქართველოს ინდივიდუალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, ისე როგორც სუვერენული სახელმწიფოები იქცევიან.

„ზოგ შემთხვევაში კარი უნდა ჩავკეტოთ და თუ მთელი მსოფლიო დღეს დაამარცხებს იმ ბოროტების წყაროს, რასაც პუტინიზმი ჰქვია, ამას ხვალ დიდი ეკონომიკური წინსვლა ექნება, არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

ფინანსისტმა ოლიგარქების ბუნება დაახასიათა და აღნიშნა, რომ ოლიგარქატი ერთფეროვანი არ არის, ისინი განსხვავდებიან როგორც ისტორიით ასევე ტემპერამენტით, ამიტომ მათი შეფასებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ამის მაგალითად კი ხადარკოვსკი და როტერბერგის მსგავსი ოლიგარქები მოიყვანა, რომლებიც ანტიპუტინისტები არიან.  

„თუმცა მათ შორის მოიძებნება რაღაც საერთო. მათ ის აერთიანებთ, რომ ქონება რეჟიმის პერიოდში მოაგროვეს, თუმცა უჭირთ ეფექტური ორგანიზაციების კეთება. თავიანთი ისტორიის გამო გამჭირვალე ლოგიკური იერარქიების აწყობა უჭირთ და სამეფოს კარის მსგავსად მუშაობენ, ჰყავთ ვეზირები, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში არიან და მუდმივად ამტკიცებენ თუ რომელია ფავორიტი. კორპორაციული და რისკის მართვის თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ყველა ეს სისტემა არაეფექტურია, ამიტომ ოლიგარქებმა თავიანთი ქონების დივერსიფიცირება სხვადასხვა წარმატებით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მიერ დაწესებული სანქციების  მიუხედავად, რუსი ოლიგარქები საქართველოს მაინც უფრთხიან და მათი ჩვენს ქვეყანაში მიგრაციის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა“ - აღნიშნა ფინანსისტმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები