"საქართველოს ბანკი" ასრულებს ყველა იმ სანქციას, რომელიც დაწესდა რუსეთის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი, რომელსაც არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამ დოკუმენტზე ხელის მოწერითაც დაადასტურებს საკუთარ პოზიციას, ამის შემდეგ განიხილავს ბანკი მასთან თანამშრომლობას," - განმარტავენ "საქართველოს ბანკში".
საქართველოს ბანკის ფორმა ასეთია:
• მე ვგმობ რუსეთის აგრესიას უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ;
• მე ვეთანხმები, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი, რომელიც საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში კი 2014 და 2022 წლებში შეიჭრა;
• მე მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთის რეგიონს და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად მივიჩნევ;
• მე ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ პროპაგანდას და ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ;
• მე ვაცნობიერებ, რომ ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს "საქართველოს ბანკში" ჩემი ანგარიშის გაუქმებას."
"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პოტენციურმა მომხმარებელმა ამ განაცხადს ხელი არ მოაწერეს, შესაბამისად, ბანკმა მათ ანგარიში არ გაუხსნა.
რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. საომარ მოქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება მოჰყვა. მათ შორის რუსეთის წამყვანი ბანკები გაითიშა SWIFT-ის სისტემიდან, აშშ-მა და ევროკავშირმა გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს მიწოდება აკრძალა. ასევე დაწესდა სანქციები რუსული სახელმწიფო კორპორაციების, ოლიგარების და მათი ოჯახის წევრების და ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ. ამ სანქციებს შორისაა დასავლეთში არსებული აქტივების - სახლების, იახტების და სხვა აქტივების ჩამორთმევაც.





























