მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბაზრის მზადყოფნას ველოდებით" - გიორგი რამიშვილი 5G ტექნოლოგიის დანერგვაზე

6315c40c56ca8
ლიკა მეგუთნიშვილი
05.09.22 21:39
3492
"სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, "სილქნეტის" მიერ, საქართველოში 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესს ეხმაურება.

როგორც მან BMG-სთან თქვა, ამ ტექნოლოგიის დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რისთვისაც ბაზრის მზაობა და ქვეყანაში მასობრივად ისეთი სმარტფონების არსებობაა მნიშვნელოვანი, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება.

„მთელ საქართველოში 4.9G დანერგვის პროცესი რამდენიმე თვის წინ დავამთავრეთ, რითაც ქვეყანაში სწრაფი ინტერნეტის გავრცელება უზრუნველვყავით. ამას მარეგულირებელი კომისიაც ადასტურებს. 5G-სთან დაკავშირებით ბაზრის მზად ყოფნას ველოდებით. თავდაპირველად, კი ბიზნეს-"ქეისის" არსებობაა მნიშვნელოვანი. ბიზნეს-"ქეისისთვის" კი საჭიროა ისეთი სმარტფონები იყოს, რომლებსაც 5G მხარდაჭერა აქვთ. ამასთანავე აუცილებელია ეკონომიკის მზაობა. ყოველივე ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მომზადება სჭირდება. იმედია მალე საპილოტე პროექტს განვახორციელებთ და შემდეგ ბიზნესთან ერთად მისი განვითარება მოხდება", - აცხადებს გიორგი რამიშვილი.

ცნობისთვის: 2021 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ დააანონსა, რომ 2022 წელს 5G ქსელის დანერგვაზე აუქციონი გამოცხადდებოდა და ლიცენზიის სააუქციონო ფასის შეთავაზება ფასდაკლებით მოხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები