მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს FMCG ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა აუთვისებელი ნიშების არსებობაზე მიუთითებს" - ია ნადირაშვილი

645a5a309b4ff
ნანუკა ნარიმანიძე
09.05.23 22:44
623
საქართველოს FMCG ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ არის აუთვისებელი ნიშები, - ამის შესახებ Store Next Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა და რიტეილ კონსულტანტმა, ია ნადირაშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ორგანიზებული FMCG ბაზარი განვითარების ეტაპზეა.

“ის, რომ 69% არაორგანიზებული, ტრადიციული ვაჭრობის მიმართულებაა, ხაზს უსვამს, რომ ორგანიზებული ბაზრის განვითარების ტენდენციები წინ არის და ამ კუთხით ბევრი სიახლე გველის”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენამ კონკურენცია გააძლიერა.

“ეს კონკურენცია მიმდინარეობს საფასო პოზიციონირების თვალსაზრისით, რაც პოზიციურად აისახება სამომხმარებლო ჭრილში. ახალი მოთამაშეების გამოჩენა გვაჩვენებს იმას, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ არის აუთვისებელი ნიშები, რაც კვლევითაც დასტურდება. ის თუ რამდენად მყარად შეძლებენ ახალი თუ ძველი მოთამაშეები პოზიციების შენარჩუნებას, ეს მხოლოდ სწორ განვითარებაზეა დამოკიდებული”, - აცხადებს ია ნადირაშვილი.

ცნობისთვის: "თიბისი კაპიტალმა" გასული კვირის მიწურულს ძალიან საინტერესო კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს ჯამური FMCG ბაზრის მოცულობა მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა, რაც გაუთვალისწინებელი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ზრდა განპირობებული იყო მოსახლეობის დანახარჯების მატებით, მაღალი ინფლაციით, ტურიზმის სწრაფი აღდგენით და მიგრანტების დანახარჯებით. შარშან ორგანიზებული FMCG ბაზარი, ჯამური ბაზრის მსგავსად წლიური 37%-ით გაიზარდა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამავე შედეგებით, დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ორგანიზებული საცალო მოვაჭრეებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით ხასიათდება. 2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა. დანახარჯების მოცულობის მიხედვით ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-კომერციის ზრდის პოტენციალისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები