მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში მედიკამენტებზე უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში”

603516ba1729d
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.21 11:40
1490
2020 წელს ევროს კურსი დაახლოებით 24%-ით, ხოლო დოლარის 15%-ით გაიზარდა, თუმცა, საქართველოში მედიკამენტები ლარის კურსის პროპორციულად არ გაძვირებულა,- ამის შესახებ სააფთიაქო ქსელის “იმპექს ფარმის” გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ ლომჯარია აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოში მედიკამენტების გაძვირების მთავარი მიზეზი ლარის კურსია, რამდენადაც პრეპარატების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის, ანგარიშსწორება კი უცხოურ ვალუტაში ხდება.

“გიდასტურებთ, რომ იმპორტირებული მედიკამენტების გარკვეულ ჯგუფებზე ფასები ნამდვილად გაზრდილია, რაც განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებით. 2020 წელს ევროს კურსი დაახლოებით 24%-ით, ხოლო დოლარის 15%-ით გაიზარდა, თუმცა, იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა ლარის გაცვლით კურსზე ფასების ზრდის პროპორციულად არ მომხდარა, რაც დაკავშირებულია ფარმაცევტულ ბაზარზე მძაფრი კონკურენციით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიკამენტებზე უფრო დაბალი ფასები ფიქსირდება, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში”,- აცხადებს მიხეილ ლომჯარია.

2021 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ინფლაცია თითქის 10% იყო. ფასები გაიზარდა ისეთ მედიკამენტებსა და მომსახურებაზე, როგორებიცაა ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები, კბილის დაბჟენა/ამოღება და ა.შ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები