მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სარესტორნე ბიზნესის ნაწილმა ხელფასები გაზარდა და კადრების პრობლემა აღარ აქვთ"

63be52a89049a
გიგა ბენია
16.01.23 00:14
630
“საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი BM.GE-თან აცხადებს, რომ სარესტორნე ბიზნესის ნაწილმა ხელფასები გაზარდა, რამაც კადრების დეფიციტის პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა. შოთა ბურჯანაძის თქმით, თუ კერძო სექტორი სამუშაო ძალას ღირსეულ ანაზღაურებასა და პირობებს არ შესთავაზებს, კადრების დეფიციტი მუდმივი პრობლემა იქნება.

“თუ ჩვენმა სფერომ დასაქმებულებს შესაძლებლობა არ მისცა, რომ მათი ანაზღაურება ღირსეული იყოს, სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა უფრო გაღრმავდება. სფეროს ნაწილმა გადაწყვიტა ხელფასები გაეზარდა, შესაბამისად, მათ პრობლემა აღარ აქვთ. ისინი კი, ვინც ამ შესაძლებლობას არ მიმართავენ, პარადოქსული პრობლემის წინაშე დგანან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელფასების ზრდის მიუხედავად, ბიზნესს კადრების გადამზადება თავად უწევს”, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ამასთან, რესტორატორი აღნიშნავს, რომ საჭიროა ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლები განვითარდეს, რათა მომსახურების სექტორს შესაბამისი კადრები მიეწოდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები