მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასტუმროები ტურისტებით არის გადავსებული" - პრემიერი

60f28830437a9
ინგა მურუსიძე
17.07.21 11:36
4474
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სასტუმროები ტურისტებით არის გადავსებული. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ქუჩებშიც ტურისტების საკმაო სიმრავლე შეინიშნება.

„ბიზნესი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი და ჩვენ ეს გვახარებს. ტურისტების სიმრავლე შეინიშნება ქუჩებში და თქვენ ხედავთ, რომ გადავსებულია სასტუმროები. ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამ პროცესის შეფერხება კი სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური ელის, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება.

„მოგეხსენებათ, ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ გვქონდა რეგიონშიც და ალბათ მსოფლიოშიც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - 45%. მაისში -25%, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეტი კარგი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები