მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ბიზნესს ბიუროკრატიული ბერკეტებით ხელს არ უნდა უშლიდეს"

63d8031f9f3eb
ალა ისპირიანი
30.01.23 21:45
619
"ექსპორტის განვითარების ასოციაციის" დირექტორის გიორგი გუდაბანძის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბერკეტებით ხელს არ უნდა უშლიდეს. აღნიშნული მან „საქმიანი დილის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომელიც ექსპორტის მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაციას შეეხებოდა.

მისი თქმით, სახელმწიფოს როლს საგარეო ვაჭრობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ბიზნესის აქტიურობა ასევე გადამწყვეტია.

„სახელმწიფოს როლს საგარეო სავაჭრო მიმართულებით იმაში ვხედავ, რომ ბიზნესს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბერკეტებით ხელი მაქსიმალურად მაკლებად უნდა შეუშალოს. რაც შეეხება ზოგადად მალფუჭებადი პროდუქციის შორ მანძილზე ექსპორტს და ტრანსპორტირებას, მთელი სექტორისთვის პრობლემას წარმოადგენს. ლოჯისტიკა არ არის ერთადერთი პრობლემა, ასევე პრობლემაა საქართველოს ცნობადობა, როგორც მწარმოებელი მიმწოდებელი ქვეყნის განვითარებულ ბაზრებზე. მაგალითად ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს არ იცნობენ, როგორც მალფუჭებადი პროდუქციის, საკმაოდ ნორმალური რაოდენობის მიმწოდებელ ქვეყანას. ამას საპოპულარიზაციო ღონისძიებები სჭირდება.

ამ ნაწილში მხოლოდ სახელმწიფომ არ უნდა ხარჯოს რესურსები, ბიზნესიც აქტიური უნდა იყოს. ბზინეს უნდა ჰქონდეს სტრატეგია სად უნდა განვითარება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის რომ ბიზნეს ნაკლები ინფორმაცია აქვს , იმ უპირატესობების შესახებ, რომელიც თუნდაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით გვაქვს თუნდაც ევროკავშირთან", - განაცხადა მან. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ დოლარი შეადგინა,ეს იმას ნიშნავს რომ შარშან 2021 თან შედარებით მონაცემი 32.8%-ით არის გაზრდილი. აქედან ექსპორტი 6 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 13 მლრდ დოლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები