მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შარშან, ვაშლის მთლიანი მოსავლის 50% ჩვენმა საწარმომ გადაამუშავა" - "კულა"

62faa8c127bf6
ალა ისპირიანი
16.08.22 00:15
1165
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მისი თქმით ვაშლის რაოდენობა უხვი - 135 ათას ტონამდეა. როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ თუმცა ჩასაბარებელი ვაშლის ღირებულება ჯერ-ჯერობით გაურკვეველია

აღნიშნულ შეხვედრას საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე ესწრებოდა. მან Bm.ge-სთან განახადა, რომ მათ საწარმოს, ყოველ წელს, ვაშლს 2 ათასზე მეტი ფერმერი აბარებს და 30 ათასი ტონის გადამუშავება შეუძლიათ.

"შარშანდელი გადამუშავებიდან მთლიანი მოსავლის 50% ჩვენმა საწარმომ გადაამუშავა და წელსაც სავარაუდოდ ეგრე იქნება. ყოველ წლიურად 2 000-ზე მეტი ფერმერი გვაბარებს. სიმძლავრეს, რაც შეეხება, საწარმოს 30 ათასი ტონის გადამუშავება შეგვიძლია", - ამბობს იგი.

რაც შეეხება ვაშლის ფასებს, ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ ვაშლზე მინიმალური ფასის დაწესების შესახებ დადგენილებას ელოდებიან, რომელიც მათი თქმით თვის ბოლოს გასაჯაროვდება. 

ინფორმაციისთვის, ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე ვაშლის რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობენ. მიზეზად, კი უხვ მოსავალს და პროდუქციით გაჯერებულ ადგილობრივ ბაზარს ასახელებენ. ჭარბი მოწოდება, კი ვაშლის გაიაფებას იწვევს, - ფერმერები ამბობენ, რომ ჩამბარებელ პუნქტებში 1კგ ვაშლის ღირებულება 15-20 თეთრია, რაც მათი თქმით მინიმალურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები