მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელით საქართველო EU-ს საიმედო ენერგოპარტნიორი გახდება"

637370cdcf019
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.22 15:01
1214
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაიჭიმება ელექტროკაბელი, რომლის შედეგადაც საქართველო ერთიან ევროპულ ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ ელექტროკაბელთან ერთად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც აშენდება. 

"შავი ზღვა არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის არის ყველასთვის, საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს. სიმბოლური იმიტომ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შეგვახსენებს, რომ გვჭირდება სანდო და საიმედო პარტნიორები უსაფრთხოების, ეკონომიკის და დღეს რაც ყველაზე მთავარია, ენერგეტიკის სფეროებში. საქართველო შეძლებს რომ იყოს ასეთი საიმედო და სანდო პარტნიორი. გვინდა, რომ გვქონდეს სანდო პარტნიორობა ენერგომოწოდების კუთხით და ამ ინიციატივის საშუალებით ენერგოუსაფრთხოება დამყარდეს საქართველოში, კავკასიასა და ევროპაში. მიმაჩნია, რომ ამ კაბელით ჩვენ შევძლებთ ამ მიზნის შესრულებას.

კიდევ ერთი საკითხი, რაც უკავშირდება ამ კაბელს, არის შავი ზღვის გაციფრულება და ის საქართველოს დააკავშირებს ძირითად ევროპულ ქსელებთან. ეს იქნება უმსხვილესი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ და შედეგებს დავინახავთ მალე,"- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. 

„შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი, რომელიც ჩახსნის საქართველოს ბოლო დამოკიდებულებას რუსეთზე და თავისუფლება დამყარდება ამ სფეროშიც, ინტერნეტ კავშირის ნაწილშიც ევროპასთან უშუალოდ და პირდაპირ, იმიტომ, რომ ეს არამხოლოდ კერძო კავშირებია, არამედ ეკონომიკას სჭირდება ასეთი პირდაპირი კავშირი და გადაზრდა შემდგომ ეტაპზე. ასევე არსებობს დაკავშირებადობა, როგორც სატრანსპორტო მიმართულებით შავი ზღვის გავლით. ჩვენ საუბარი გვაქვს პორტების განვითარებაზე და როგორც ვახსენე, ასევე საზღვაო ტრანსპორტირების არსებულ მარშრუტებს აღვადგენთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ექნება აბსოლუტურად ახალი განზომილების მოცემის საშუალება. აქ შევჩერდები, ამ ოთხის ჩამოთვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მსხვილებია. მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან. ძალიან კარგად ვუყურებ და ვაკვირდები სტრატეგიას და შემდგომ ეტაპზეც გაგაცნობთ ახლებს“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისთვის, შავი ზღვის ფსკერზე ახალი ელექტროკაბელის ეკონომიკურ-ტექნიკურ დასაბუთების კვლევას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, პროექტის განმახორციელებელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა. 

ამ დროისთვის უცნობია რა შეიძლება დაჯდეს ამ ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე უცნობია რა მოცულობის ვალის აღებით დააფინანსებს სახელმწიფო ამ პროექტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები