მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სინოფარმზე" რეგისტრაცია იწყება - რას იზამს საქართველო თუ WHO მას ავტორიზაციას არ მისცემს?

6087d402054a3
ინგა მურუსიძე
27.04.21 13:09
1146
„სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 18 წლის ზემოთ მყოფ ყველა მოქალაქეს შეუძლია. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პორტალი 20:00 საათიდან გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ „სინოფარმს“ ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს აქვს არაერთი მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო.

კითხვას - რას იზამს ჯანდაცვის სამინისტრო თუ ჯანმო „სინოფარმს“ ავტორიზაციას არ მიანიჭებს და შეწყდება თუ არა ვაქცინაცია, ჯანდაცვის მინისტრი ასე პასუხობს: “29 აპრილს გაიმართება ჯანმოს სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებით, თუმცა ჩვენ გვაქვს არაერთი, მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ „სინოფარმი“ არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ვეყრდნობით მკაცრი მარეგულირებლების გადაწყვეტილებას, რომელ ქვეყნებშიც „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს. სინოფარმის ვაქცინით უკვე აცრილია მილიონობით ადამიანი“.

ჟურნალისტის რეპლიკას - "გამოდის, რომ ჯანმოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მნიშვნელობა არ ექნება", ტიკარაძემ უპასუხა, რომ ეს არ უთქვამს და ელოდებიან 29 აპრილის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება „სინოფარმის“ ეფექტიანობის პროცენტულ მაჩვენებელს, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პრიორიტეტულია ლეტალობის მაჩვენებლის დაწევა.

„ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და ეპიდემიოლოგიური ვითარება არის დაძაბული. მნიშვნელოვანია ამის საპირწონედ გამოვიყენოთ ყველა იარაღი, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები