მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ბიუროზე არ დადგება კენჭისყრის საკითხი, მაშინ ეს ფარსია" - კონსტიტუციონალისტის განმარტება

64098b583de50
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.23 11:28
4420
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის სესიაზე კენჭისყრის შედეგად უნდა ჩავარდეს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან მმართველი ძალის მიერ დღეს, "აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კონსტიტუციონალისტი „აგენტების შესახებ“ პარლამენტში ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი გაწვევა.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) პირველი - რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული და მეორე - აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
რაა საჭირო?

კანონპროექტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, ბიურომ სასწრაფოდ უნდა ჩასვას დღის წესრიგში პირველი მოსმენით მიღებული კანონის განხილვა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და პლენარულ სესიაზე თავადვე ჩააგდონ. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ, ამით პირველი კანონპროექტის საკითხი დასრულდება;

იმ შემთხვევაში, თუ ბიუროზე არ დადგება კენჭისყრის საკითხი, მაშინ ეს ფარსია, რადგან ნებისმიერ დროს უფლება აქვთ ცოტა დააყოვნონ, პროტესტი გადაივლის და შემდეგ უყარონ კენჭი და მეორე მოსმენით მიიღონ.

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, პროექტის გაწვევას ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი. ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და "ხალხის ძალამ" საკუთარი ხელმოწერებით უარი უნდა თქვას მასზე“, - განმარტავს მენაბდე და დასძენს, რომ ბიუროს ჩანიშვნას აქვს ვადები, თუმცა ამ ვადების დაჩქარება შესაძლებელია.

„პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას“ - ალაფიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები