მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ სპეციალისტები არ გვეყოლება, 10-წლიან გეგმას ვერანაირი მილიონები ვერ შეასრულებს" - ბექა გონაშვილი

60dda0289ba6f
ინგა მურუსიძე
01.07.21 15:20
2075
დღეს მთავრობამ  "გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 2030" წარადგინა, 10-წლიან გეგმაში წერია, რომ მომდევნო წლებში მთავრობის და კერძო სექტორის მიერ  დარგში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 7 მლრდ ლარი იქნება. პრეზენტაციას ხელისუფლების წევრებთან ერთად კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"აგროქიზიყის“ დამფუძნებელი, ფერმერი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ცოდნის დონის გაზრდა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანაში.

„თუ ჩვენ არ გამოვზარდეთ კადრები, ვერანაირი მილიარდები ვერ შეასრულებს ვერანაირ გეგმას. ტენდენციას, რომ სოფლის მეურნეობაში მიიმართოს ბევრი ფული, უნდა დაემატოს ისიც, რომ ფერმერები დაინტერესდნენ ახალი ტექნოლოგიების ათვისებით და ქვეყანაში სპეციალისტების გამოზრდით. სხვა შემთხვევაში ვერანაირი მილიონები ვერ შეასრულებს ამ გეგმას, თუ სპეციალისტები არ გვეყოლება. ჩვენ, რამდენიმე ასოციაციას გვქონდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  და გავაცანით ჩვენი შეხედულებები.

ერთი შეხედვით ძალიან ბევრი მიმართულება ახსენა მინისტრმა, უბრალოდ ამ ყველაფერში მთავარია, მიწები გასხვისდეს და ქვეყანაში გვყავდეს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ადამიანები.

შეიძლება 10-წლიანი გეგმა განხორციელდეს ბოლო 5 წელიწადში და პირველი 5 წელი მოხმარდეს იმას, რომ კადრები გამოზარდო ქვეყანაში. რეალურად, პირველი წლებია რთული, სანამ ადამიანები, ვისაც სოფლის მეურნეობა მართლა აინტერესებს, ჩაერთვებიან დარგში", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები