მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის ალიანსის" 4 პუნქტიანი მიმართვა პრემიერს - რას ითხოვს 27 ორგანიზაცია

5fc4ce1035680
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 16:17
1016
საქართველოს ტურიზმი ინდუსტრიის ალიანსი (სტია), რომელიც დღეს 27 ბიზნეს გაერთიანებისგან შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სექტორთან დიალოგის ინიციატივით და 4 მოთხოვნით მიმართავს. ალიანსი პრემიერს ინდუსტრიისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ტურიზმის აღდგენის გეგმის შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

BM.GE სტია-ს მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტურიზმის ინდისტრიის ალიანსი ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით პანდემიის პირობებში შეიქმნა, რომლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. დღეისთვის 27 ბიზნეს გაერთიანებითაა წარმოდგენილი. ინიციატივის მხარდამჭერია USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა უპირველესად ტურიზმის სექტორს შეეხო. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და დარგის სპეციალისტების დიალოგი მთავრობას და მის ეკონომიკურ გუნდთან, დარგის მიერ ერთიანი, შეჯერებული ხედვის ადვოკატირება, პრიორიტეტული საკითხების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და მთავრობისთვის მიწოდება.

გასული თვეები ეკონომიკურ ჭრილში ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა სექტორისთვის, რომელსაც ინდუსტრიის ათასობით პირდაპირი თუ ირიბი მოთამაშეები ყავს. დღეს, როდესაც პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ვიმყოფებით, ცალსახად ავღნიშნავთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია. ამავე დროს გამოვდივართ რა ეკონომიკური ზეგავლენის მძიმე პირობებიდან ერთხმად ავღნიშნავთ, რომ ეკონომიკური პრობლემა საერთოა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად.

კიდევ ერთხელ მოგვართავთ თხოვნით, წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი თქვენთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ერთიანი ძალებით შევამციროთ პანდემიის გავლენა ბიზნესზე, რათა გადამწყვეტი ბრძოლა კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და დარგის გადასარჩენად შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

აქვე მოგახსენებთ, რომ მოვიკვლიეთ ინდუსტრიის ფარგლებში გაერთიანებული ორგანიზაციების ეკონომიკურ-სოციალური სტატუსი და შესაბამის ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთხოვთ, გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაპირებისამებრ განახორციელოთ წერტილოვანი შეზღუდვები, გააუქმოთ ინდუსტრიის ჩაკეტვა და მოკლევადიან პერიოდში გადაიჭრას ყველა ის გამოწვევა, რომელიც ტურიზმში დასაქმებულთა წინაშე დგას:

1. სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება; (უახლოეს პერიოდში მიიღებთ სარესტორნო ბიზნესის მიმართვის წერილს).

2. სამთო კურორტების დახურვის დაუქმება და გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;

3. საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის, ვინც დაკარგა სამსახური;

4. ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად გთხოვთ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება შესაბამისი რეკომენდაციებით.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად.

თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და კომუნიკაცია კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს ალიანსის, როგორც ძლიერი ინსტიტუტის როლს, რომლის ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა”, - ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ალიანსის წევრი 27 გაერთიანება აწერს ხელს:

1. საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია
2. საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია
3. სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია
4. საქართველოს გიდების ასოციაცია
5. გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია
6. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია
7. ტურიზმის ინსტიტუტი
8. საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი
9. საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია
10. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
11. საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია
12. სამაცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია
13. საქართველოს სომელიეთა ასიციაცია
14. ავია კომუნიკატორი
15. გუდაურის ტურიზმის ასოციაცია
16. საქართველოს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი- პარსა
17. ბიოლოგიურ მეცნიერებათ ასოციაცია- ელკანა
18. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სდა ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი
19. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია
20. ააიპ ICC საქართველო
21. იაკობ გოგებაშვილის სახელობის ტელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
22. შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი
23. ააიპ თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია- ფრემა
24. პრო მოტიონ ჯორჯია
25. ააიპ ღვინო ბოლნისი
26. ააიპ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ცენტრი
27. APG საქართველო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები