მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 700-ს გადააჭარბა - დაშავებულია 13 580" - CNN

63e16b652c3b2
ალა ისპირიანი
07.02.23 00:40
671
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 724-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13 580-მდე გაიზარდა. აქედან თურქეთში 11 119 ადამიანი დაშავდა, სირიაში კი 2 461.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვრიდან 353 კილომეტრში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვართან ახლოს, ქალაქ გაზიანტეპთან იყო. 

სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები