მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინის ინფრასტრუქტურა ოლიგარქების ფულით უნდა აღდგეს" - დენის შმიგალი

62c325febcdfe
თამთა ჯიჯავაძე
04.07.22 22:15
943
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ომის შემდგომ აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის $750 მლრდ დასჭირდება. შვეიცარიაში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც სწორედ უკრაინის აღდგენას ეხება, პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის შედეგად მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურას $100 მილიარდის პირდაპირი ზარალი მიადგა.

თავის გამოსვლაში შმიგალმა ისიც დასძინა, რომ რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხების მობილიზება რუსი ოლიგარქებისა და სხვა პირების კონფისკირებული აქტივებიდან უნდა მოხდეს. მისივე თქმით, რუსეთმა უფრო მეტად უნდა იწვნიოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც მან უკრაინაში ჩაიდინა, მათ შორის ინფრასტრუქტურის განადგურებაზე.

ცნობისთვის, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიმდინარე ორდღიან კონფერენციას მსოფლიო ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. შეკრების მიზანი ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები