მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა ვიცოდეთ, რა ფასად რა მომსახურებას ვყიდულობთ" - ტიკარაძე სერვისების ტარიფიკაციაზე

60e5591401bdd
ინგა მურუსიძე
07.07.21 11:40
422
"უნდა ვიცოდეთ, რა ფასად რა მომსახურეობას ვყიდულობთ, რომ ბიუჯეტი სწორად ვმართოთ", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ტარიფიკაციის საკითხს, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენი მიღწევა არის იმ ტარიფიკაციაზე მუშაობა, რაც ჩვენს სექტორში გარკვეულწილად უკმაყოფილებას იწვევს და უკვე ორი წელია ამაზე ვმუშაობთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, კერძო სექტორმაც გაიაზროს რა ტიპის შესყიდვებთან აქვს სახელმწიფოს საქმე.

აქ გვაქვს საქმე სახელმწიფო შესყიდვასთან, რომელიც გულისხმობს სრულ გამჭვირვალობას, ასევე კონკურენციის მაღალ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც მაღალი გამჭვირვალობა, მოხდეს ყველა პროცედურის სტანდარტიზება, რომ ვიცოდეთ, თუ რა ხარისხის მომსახურებას რა ფასად ვყიდულობთ, რათა სწორად ვმართოთ ბიუჯეტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მან ასევე შეაფასა ე.წ. 520-ე დადგენილების ეფექტი და თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეფიბრილატორების შესყიდვამ და საჭიროებისამებრ კლინიკებისთვის გადაცემამ შესაბამისი მომსახურების ხელმისაწვდომობა გაზარდა.

„მნიშვნელოვანი იყო ასევე 520-ე დადგენილების ფარგლებში დეფიბრილატორების შესყიდვა, რაც მოხდა ცენტრალიზებულად. ამან გააუმჯობესა მომსახურების ხელმისაწვდომობა. ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოოთ მოცვა და ხელმისაწვდომობა მივცეთ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც ეს მომსახურება ესაჭიროება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები