მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"წერტი" ახალ ფილიალებს ხსნის, ინვესტიცია 700 000 ლარია

სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციო მაღაზია „წერტი“ ფართოვდება. კომპანია ახალ ფილიალებს წყნეთსა და ნაძალადევის რაიონში გახსნის.

როგორც „წერტის“ დამფუძნებელი ბიძინა გონაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, ორივე ობიექტისთვის, ჯამში, 700 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

„ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, ბეჟანიშვილის 9 ნომერში, "წერტის" ახალი ფილიალი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. დეკემბრის დასაწყისში კი უკვე ობიექტს წყნეთში, რუსთაველის 23 ნომერში გავხსნით.

ინვესტიცია, დაახლოებით, 700 000 ლარი იქნება. ახალი ფილიალების დამატებით დასაქმებულების რაოდენობა 35-მდე ადამიანით გაიზრდება“, - ამბობს ბიძინა გონაშვილი.

ცნობისთვის: „წერტი“ ამ დროისთვის თბილისში ორი ფილიალით (დიდუბე და ალ. ყაზბეგის გამზირი) არის წარმოდგენილი.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები