მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლება ამ შემთხვევაში ქართველი ერის ღირსებით "ვაჭრობს" - სოსო ბერიკაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

648d6e40e6689
ლიკა გურაბანიძე
17.06.23 17:02
710
“რუსეთიდან საქართველოში იმპორტი რომ იზრდება, ეს ჩვენს შემთხვევაში პრობლემაა, რადგან არსებობს კონკრეტული პროდუქცია, რომელსაც გვაწვდის და უცბად შესაძლოა, მისი მოწოდება შეგვიწყვიტოს. გვითხრას, რომ ხვალიდან აღარ მოგაწვდით ხორბალს, შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს აღარ გვექნება პური”, -  ამის შესახებ, ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა “ანალიტიკაში” ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა რუსეთის ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას განაცხადა.

ეკონომისტის თქმით, ის, რომ საქართველომ ახლა უნდა ისარგებლოს რუსეთით და ეკონომიკური ვითარებით, ძალიან ინფანტილური დამოკიდებულებაა.

“რუსეთი “გვასაჩუქრებს” იმიტომ, რომ მათ მხარეს ვართ და ეს უზარმაზარი პოლიტიკური ზიანია. მთავრობის ნარატივი რა არის? გვეუბნება იმას, რომ რუსეთი კეთილი ბიძიაა და აფხაზეთს გვაჩუქებს? ვინმეს ამის სჯერა? ამაზე მსჯელობა სერიოზულია? ეს ყველაფერი ტყუილია, იაფფასიანი, ბინძური პროპაგანდაა, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში ქართველი ერის ღირსებით ვაჭრობს, რაც ეროვნულ სიმებს და ჩვენს ყველანაირ ეროვნულ იდენტობას ეხება, რომ აი დაკარგულ ტერიტორიებს გვიბრუნებენ.

რას გვიბრუნებენ? რა სისულელეა… რუსეთს ნებით ვისთვის რა დაუბრუნებია? მთელ დასავლეთს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სჯეროდა, იმის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ყველაფერს გადააჭარბებდა, ეს მართლაც ასე იქნებოდა, რუსეთი ისე რომ განვითარებულიყო, როგორც დასავლეთი ფიქრობდა. ამით ორივე მხარე ისარგებლებდა, მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა. გროზნოში ყველაფერი სისხლში ჩაახშო, შემდეგ ჯარი საქართველოში შემოიყვანა, 2014 წელს კი უკრაინას ტერიტორიები წაართვა. ახლა უკვე დასავლეთისთვისაც ძალიან მკაფიოა ის, რაც ჩვენთვის ისედაც მკაფიო იყო.

ამ სიტუაციაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვრჩებით და ეს საშინელებაა. ეს მართლა პრობლემაა, რომ ისტორიის ამ მომენტში ჩვენ შეიძლება რუსეთის მხარეს აღმოვჩნდეთ. მტრის ბანაკში გადავდივართ და ეს ცხადია პრობლემაა”, -  განმარტა სოსო ბერიკაშვილმა.