მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლებამ საჯარო სექტორი უნდა დათმოს, როგორც პარტიული აქტივის დასაქმების წყარო" - თაზო დათუნაშვილი

62ed7dbde293e
ალა ისპირიანი
06.08.22 15:00
944
„ხელისუფლებამ საჯარო სექტორი უნდა დათმოს, როგორც საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმების წყარო“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალური ადმინისტრაციები პარტიული კოორდინატორების დასაქმების ადგილად იქცა.

„თუ ხელისუფლება ერთი მხრივ არ დათმობს საჯარო სექტორს, როგორც საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმების წყაროს და მეორე მხრივ საშტატო ერთეულების საჯარო სამსახურში შემცირების ხარჯზე არ მოახდენს სახელფასო პოლიტიკის ჰარმონიზებას იმასთან, თუ რა რეალობაა საქართველოს შრომის ბაზარზე, ვერასოდეს მივიღებთ კვალიფიციურ კადრებს და კვალიფიციურად მართულ საჯარო სექტორს.

ის, რისი გაკეთებაც უნდათ 2026 წლამდე - 10-10%-ით ხელფასის ზრდა, საქართველოს ბიუჯეტს უდიდესი ტვირთი უჯდება. ამის პარალელურად არსად არაა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო სსიპ-ებსა და ააიპ-ებში ოპტიმიზაცია მოხდება. მუნიციპალური ადმინისტრაციებში, რომლებიც პარტიული კოორდინატორების დასაქმების ადგილად იქცა, მასობრივად, ოღონდ მწყობრად, გააზრებული პოლიტიკით საკადრო შემცირება უნდა მოხდეს“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურება კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს და აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელფასებს შორის ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2026 წლამდე საჯარო სექტორში არსებული ანაზღაურებები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები