მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყურძნის ფასი წელსაც 7 ლარია" - როგორ მიმდინარეობს რთველი რაჭაში?

5f85702c4e068
ინგა მურუსიძე
13.10.20 13:51
2580
წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის - „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 1000 ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

რაც შეეხება "მუჯურეთულის" და "ალექსანდროულის" ფასს, რისგანაც "ხვანჭკარა" მზადდება, კილოგრამი ყურძენი წელსაც 7 ლარი ღირს.

bm.ge-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, მათ შორის არიან „ქინძმარაულის“ და „ბადაგონის“ ღვინის მარნების წარმომადგენლები.

თავის მხრივ კი, ადგილობრივები bm.ge-სთან ყვებიან, რომ ღვინის მარნებში რიგები დგას, თუმცა ჯამში, ყურძნის მოსავალს უპრობლემოდ აბარებენ.

„მარნებთან პატარა რიგები არის, თუმცა პოლიცია აკონტროლებს, რომ სიმშვიდე იყოს და წესების დაცვით მოხდეს ყველაფერი. გასულ წლებთან შედარებით შეიცვალა ის, რომ ყურძენი მეტად მოწმდება - ხომ ნამდვილად „ხვანჭკარის“ მასალაა. მარნებში ამბობენ, რომ წელს ყურძის შაქრიანობა მაღალი, ვიდრე გასულ წლებში და ეს სავარაუდოდ, კარგი ამინდების დამსახურებაა. კილოგრამი 7 ლარი ღირს“, - ამბობს bm.ge-სთან რაჭის მაცხოვრებელი.

ცნობისთვის: რაჭაში რთველი 10 ოქტომბერს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები