მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული შატლები Google-ის სისტემაში ინტეგრირებული არ არის - ლაშა ბერეკაშვილი

ქუთაისის აეროპორტი
სტატიაში საუბარია:

ტურისტული კომპანია Travel to Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი Google-ის სისტემაში ინტეგრირებული არ არის, რაც ტურისტებისთვის მათ ხელმისაწვდომობას ზღუდავს. მისი ინფორმაციით, ეს მგზავრთნაკადზეც აისახება.

„გვაქვს აეროპორტი, სადაც დაინიშნა ტრანსპორტი, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის ინტეგრირებული Google-ის საძიებო სისტემასთან, სადაც ტურისტი იღებს ინფორმაციას ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ავტობუსების მგზავრთნაკადიდანაც ჩანს და ეს საკითხი მოსაგვარებელია. ანუ ავტობუსები რომ დაინიშნა, ავტობუსების მუშაობის შესახებ ინფორმაცია ბოლომდე ტურისტებამდე მიტანილი არ არის“, - განმარტავს Travel To Georgia-ს დირექტორი.

ცნობისთვის, 28 მარტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი SHUTTLE BUS ემსახურებათ. აეროპორტების გაერთიანების მიერ ავტობუსების დანიშვნის დროს გაცხადებული ინფორმაციით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზეა მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით მოძრაობენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ბრუნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები