მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენგეგმის პირველი ფაზის პროექტში ₾240 მლნ ჩაიდება - კობახიძე

აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენგეგმის პირველი ფაზის პროექტში ₾240 მილიონი ჩაიდება, რაც აეროპორტში აქამდე ჩადებულ ინვესტიციებს აღემატება. ქუთაისის აეროპორტში ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად აეროპორტის მგზავრთნაკადი 1.7 მლნ-დან 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება.

„დღეს ვიწყებთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

ახალი ზოლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება, აღჭურვილი იქნება მაღალი სიზუსტის თანამედროვე სანავიგაციო შუქ-ტექნიკით და ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი მომსახურების შესაძლებლობა ექნება. პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ეს აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს ერთად აღებულს, ჯამურად აქამდე 200 მილიონის ინვესტიცია იყო ჩადებული ამ აეროპორტში და ახლა, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აეროპორტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი; შედეგად, მგზავრთნაკადი ამ აეროპორტში 1.7 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები