მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრთნაკადი 80%-ით არის გაზრდილი” - Georgian bus

64ad56e33a3a4
ნინი ლონგურაშვილი
11.07.23 20:41
628
Georgian Bus-ი უკვე 8 წელზე მეტია ყოველდღიურად ახორციელებს მგზავრების ტრანსპორტირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისკენ და პირიქით.

BMG-სთან Georgian Bus-ის დამფუძნებელი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე პიკური სეზონი ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება და ამ დროს მგზავრთნაკადი საკმაოდ გაზრდილია.

“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრების გადაყვანის დინამიკა საკმაოდ გაზრდილია. ეს გამოწვეულია, wizz air-ის მიერ აღდგენილი და დაბრუნებული ხომალდების რაოდენობით და ასევე დაემატა ევროპის 6 სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ფრენები, ამან პირდაპირ განაპირობა მგზავრთნაკადის ზრდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა პიკურ სეზონში ვიმყოფებით. სექტემბრის ბოლომდე ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.

ჩვენი სტატისტიკით 70-80%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებლებისთვის სასიხარულო ინფორმაცია ის არის რომ ფასები არ გაგვიზრდია. შარშანდელი ფასებია, თბილისის აეროპორტიდან ქუთაისის აეროპორტამდე, ისევ 25 ლარი ღირს და ეს არის მაქსიმუმი. ამ ეტაპისთვის ფასების კორექტირება არ იგეგმება. “ აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

Georgian Bus ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, ფრენების განრიგის შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები