მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში VIP ლაუნჯის მოწყობის კონკურსში კომპანია McCann Erickson-მა გაიმარჯვა

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი VIP ლაუნჯი უნდა მოეწყოს - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ხდება ცნობილი.

BM.GE-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უდასტურებენ, რომ ლაუნჯის მოწყობის თაობაზე გამართულ საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვაზე ამერიკული საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო McCann Erickson-ის წინადადება შეირჩა. კომპანიის წარდგენილი წინადადების მოწონებაზე დღეს მთავრობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც მთავრობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას უფლებას მისცემს შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს კომპანიასთან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მინისტრთან კაბინეტს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს "დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP Lounge-ის სივრცის მოწყობის ან/და ოპერირების განხორციელებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს McCann Erickson~-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე ინფორმაციის მოწონების თაობაზე ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარუდგენს.

ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების უდიდესი ნაწილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მიერ სრულდება, თუმცა ამის მიუხედავად აეროპორტში დამატებითი სერვისების და ლაუნჯის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,514,280 მგზავრი გაატარა. რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება.

რაც შეეხება კომპანია McCann Erickson-ს, მისი საქმიანობის ძირითადი სფერო მარკეტინგი და სარეკლამო მომსახურებების გაწევაა. კომპანია 1902 წელს არის დაფუძნებული. 2022 წელს მისი გლობალური შემოსავალი 2.7 მილიარდი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები