მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავტოსადგომი მოეწყობა - ინვესტიცია 3.5 მლნ ლარი

648c558719d1c
BM.GE
16.06.23 16:24
695
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 20 000 კვადრატულ მეტრზე ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "ჯიარჯისთან" ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც bm.ge-ს "აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს, არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი. რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება მოწყობას, სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება მშენებლობას, ელექტრო სანათი ბოძების მონტაჟს, საჭირო ელექტრო ქსელის დაპროექტება მშენებლობას და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობას.

"ავტოსადგომის გაფართოების მიზნით, რითაც გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაპტის მოწყობა, არსებული, 140 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 600 მდე გაიზრდება. გვსურს, მგზავრებს რეაბილიტაციის პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ბოდიში მოვუხადოთ. გაფართოების დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე, ავტოსადომი ექნება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი 600 მდე ავტომობილზეა გათვლილი და ინვესტიცია 3.5 მლნ ლარს გულისხმობს, რასაც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" სრულად თავისი შემოსავლებიდან ფარავს.

ავტოსადგომის მოწყობა აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები