მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვესადგურ "ბათუმი 2"-ში ხანძარი იყო - ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ხანძარი

ბათუმში, ქვესადგურ „ბათუმი 2“-ში რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ხანძრის გამო ელექტროენერგიის გარეშე ასობით აბონენტია დარჩენილია.

bm.ge "ენერგოპრო ჯორჯიას" დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ დაასახელებენ, სანამ მოკვლევა მიმდინარეობს და ასევე, ვერ ასახელებენ, რამდენი აბონენტია დარჩენილი დენის გარეშე.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დამატებითი დეტალების თქმას უახლოეს დროში, სულ რამდენიმე საათში შეძლებს.

ბათუმში, ორბელიანის ქუჩაზე [ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში] მდებარე მაღალი ძაბვის ელექტრო-ქვესადგურში ხანძარი დღეს, 14 ნოემბერს, დაახლოებით დღის 14:00 საათისთვის გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები