მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანა გრძელ და რთულ ომს იწყებს“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა „გრძელ და რთულ ომს იწყებს“.

ნეთანიაჰუმ აქვე პირობა დადო, რომ "შურისძიება ძლიერი იქნება".  მისივე თქმით, ოპერაციის „პირველი ეტაპი“ დასრულდა „ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით“. 

ცნობისთვის: მთელი შაბათისა და კვირამდე ჰამასმა ათასობით რაკეტა გაუშვა ღაზას სექტორიდან ისრაელში - პირდაპირი დარტყმები მოახდინა ქვეყნის შიგნით მრავალ ადგილას, მათ შორის თელ-ავივში - ხოლო შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფები შევიდნენ ისრაელში და შეაღწიეს სამხედრო ბაზებში, ქალაქებსა და ფერმებში. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ  მინიმუმ 300 ისრაელელი დაიღუპა, ხოლო 1500-ზე მეტი დაშავებული,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები