მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანა მთლიანად ერთ ხელშია... თუ გარიგებული არ ხარ ამ ერთ ხელთან, თავისუფალი ბიზნესი კვდება - პრეზიდენტი

ბიძინა ივანიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არსებულ არაღიარებასა და იზოლაციას, სულ მალე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი თავისთავად დაემატება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში გიორგი გაბუნიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა - აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრობლემა იზოლაციასთან და ჩამოშლის თუ არა ეს მდგომარეობა "ქართულ ოცნებას", რაზედაც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ დღეს ქვეყანა ერთ ხელშია და მასთან გარიგების გარეშე თავისუფალი ბიზნესი და ინვესტიცია კვდება.

"ამას ძალიან მალე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი დაემატება, რაც თავისთავად მოხდება...

სადაც სასამართლო არ არის, სადაც ასეთი ნათელი სურათია, რომ ეს ქვეყანა უკვე მთლიანად ერთ ხელშია და შენ თუ გარიგებული არ ხარ ამ ერთ ხელთან, არაფრის, არანაირი შანსი არ გაქვს... თავისუფალ ბიზნესი, თავისუფალი ინვესტიცია - ეს ყველაფერი კვდება. სავალუტო ფონდთან პროგრამა უკვე აღარ გვაქვს და IMF არჩევნების შემდეგ მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში ელოდებოდა, რომ მაშინ ახალ პროგრამაზე დაიწყებოდა მოლაპარაკებები. ჩვენი [სავალუტო] რეზერვებიდან დაიხარჯა ძალიან დიდი თანხები, რაც გაყალბების ერთ-ერთი მტკიცებულებაა... მტკიცებულებაა იმ შავი ფულისა, რაც ამ არჩევნებზე დაიხარჯა, ამ კონცერტებზე, მოსყიდვა, გაყიდვასა და ა.შ.", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები