მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანას სტრატეგიული ობიექტები განსაზღვრული უნდა ჰქონდეს“ - კომუნიკაციების სპეციალისტი

607058cde66b8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.21 22:06
1675

კომუნიკაციების სპეციალისტი ხატია ყურაშვილი „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის დაბრუნების გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც ის განმარტავს, იმისთვის რომ ელექტროკომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი კომპანიები აღქმული იყვნენ როგორც სტრატეგიული ობიექტები, ქვეყანამ სტრატეგიული ობიექტების სტატუსი უნდა განსაზღვროს.

მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ დარგში მოქმედ კომპანიებში სპეცმმართველის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის, მოსალოდნელი იყო.

„ევროპის სივრცე საქართველოსგან მოითხოვს რომ ქვეყნის კანონმდებლობა სიტყვის თავისუფლებაზე იყოს დამყარებული, შესაბამისად ახლა საქართველოს პარლამენტზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოახდენს ამ (ვენეციის კომისიის მიერ დასკვნით გაწერილი რეკომენდაციების მიხედვით) ცვლილებების იმპლემენტაციას.

ქვეყანას სტრატეგიულად ობიექტები განსაზღვრული უნდა ჰქონდეს. დღეს ეს არ არის განსაზღვრული და შესაბამისად არ შეიძლება ქვეყანა მას, როგორც სტრატეგიულ ობიექტს ისე მიუდგეს“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

მისი განმარტებით, „კავკასუს ონლაინის“ მიერ მმართველ პარტნიორებში ცვლილებების შეტანა მარეგულირებელთან შეთანხმებას არ მოითხოვს.

„კავკასუს ონლაინმა“ წილების გაყიდვის ხელშეკრულება საკუთარი ნებით გააფორმა. ეს ტრანზაქცია - ბიზნეს გარიგება განხორციელდა.  ვერც დროებითი მმართველი და ვერც სასამართლო ამ გარიგებას უკან ვერ დააბრუნებს.

ოპერატორებს - ავტორიზებულ პირებს აქვთ ვალდებულება, მაგალითად როდესაც კონკრეტულად შპს „კავკასუს ონლაინში“ ხდება ცვლილება, მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვოს თანხმობა, რადგან ელექტროკომუნიკაციის ბაზარი სპეციფიკურია და საყოველთაო ქსელებით სარგებლობას და მომსახურებას ეწევიან, მათ კონკურენციის თვალსაზრისით კონცენტრაციის აკრძალვის ვალდებულება აქვთ, რომ ბაზარზე კონკურენტული გარემო შენარჩუნდეს. რაც შეეხება კომპანიის დამფუძნებლებში ნებისმიერ ცვლილებას, აქ კომისიის უფლებამოსილება არ ვრცელდება. აქედან იყო განპირობებული კომპანიის გადაწყვეტილება, რომ მან არ აღასრულა მარეგულირებლის გადაწყვეტილება“, - განმარტა კომუნიკაციების სპეციალისტებმა.

ცნობისთვის: „ნექსოლ ჰოლდინგმა“ “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა, თუმცა ქართული მარეგულირებელი - კომუნიკაციების კომისია - ტრანზაქციას არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენილი - 51%-იანი წილიც გადაიფორმა, კომპანიამ კი ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობა არაერთხელ დაარღვია. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს მარიამ სულაბერიძეს უფლებამოსილება აღუდგინა - ეს გადაწყვეტილება უკვე აისახა საჯარო რეესტრის ამონაწერშიც. საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ შესაბამისი განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7 აპრილს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ “კავკასუს ონლაინის” სპეციალურ მმართველს სააპელაციო სასამართლომ უფლებამოსილება 2021 წლის 1 მარტს შეუჩერა, მაშინ მოსამართლემ განჩინებაში მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის უფლებამოსილება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს განჩინება გაასაჩივრა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ. ამჯერად სასამართლომ სწორედ კომუნიკაციების კომისიის არგუმენტები გაიზიარა და მარიამ სულაბერიძეს “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის უფლებები კვლავ მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები