მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 17% საქართველოს რეზიდენტია

რუსები საქართველოში

30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 16.5%, უკრაინის მოქალაქეების 24.3% და რუსეთის მოქალაქეების 17% საქართველოს რეზიდენტები არიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში მიუთითებს.

სებ-ის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 1 მილიარდ 898 მილიონი დოლარი იყო. იანვარ-ივნისში საქართველომ ყველაზე მეტი, 380.1 მილიონი დოლარი რუსეთიდან მიიღო, უკრაინიდან მიღებული შემოსავალი 69 მილიონი დოლარია, ხოლო ბელარუსიდან - 39 მილიონი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები