მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები, ფაქტობრივად, არ არის" - „სოციუმი“

სოციუმი

"ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის", - ამის შესახებ სოციალური კაფეს „სოციუმი“ თანადამფუძნებელმა, ეკატერინე თარგამაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.

თარგამაძის თქმით, ქვეყანაში სოციალური საწარმოებისთვის დამხმარე სახელმწიფო პროგრამები ფაქტობრივად არ არის. ამასთან, დონორების მხრიდან სოციალურ საწარმოებზე პროექტების საკმაოდ შეზღუდული რაოდენობაა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური კაფემ „სოციუმი“, რომელიც ბათუმში, ჟორდანიას ქ. N4-ში მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, 24 მაისს ბათუმში გამართულ მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმზე გაიმარჯვა. საქმე ისაა, რომ აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქალ ბიზნესმენთა ფორუმი ყოველწლიურად იმართება. ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში რამდენიმე კანდიდატი შეირჩა, რომელთა შორის სოციალური კაფე „სოციუმიც“, ნომინაციაში „მეტი სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში“ მოხვდა.

სოციალური კაფეს თანადამფუძნებლის ინფორმაციით, სივრცე ფაქტობრივად იანვრიდან ამოქმედდა და ის კაფეს, სამუშაო და საგამოფენო სივრცეებს აერთიანებს, სადაც წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

„სივრცის შექმნის მოტივაცია ძირითადად განპირობებული იყო ევროკავშირის პროექტით, რომელმაც მსხვილი თანამონაწილეობა გაიღო ამ პროექტისთვის ჩვენთან მიმართებით. ეს იყო პროექტი, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში განხორციელდა და რომლის ერთ-ერთი მიზანიც, დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის უნარების განვითარებას ეფუძნებოდა.

რაც შეეხება სივრცის ფუნქციებს, ეს მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ერთდროულად ფუნქციონირებს კაფე, სამუშაო სივრცე და ასევე საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ძალიან ბევრ მეწარმესთან გვქონდა კონტაქტი როგორც ამ პროექტის, ასევე სხვა პროექტების ფარგლებში. დემოკრატიის ინსტიტუტი, რამდენიმე ფიზიკურ პირთან ერთად არის ამ სივრცის თანადამფუძნებელი და ძალიან ბევრი პროექტი განგვიხორციელებია ბიზნეს სექტორში, ბიზნეს გრანტების გაცემის გზით. ყოველთვის იყო პრობლემა გამოკვეთილი, რომ მეწარმეებს სათანადო უნარები არ გააჩნდათ. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში. ამავდროულად, გამოიკვეთა პრობლემა, რომ მეწარმეებს არ აქვთ ფართი, სადაც იჯარის განათავსებენ ამ პროდუქციას.

ჩვენი ერთობლივი მიზანია ყველაფერ ამას თავი მოვუყაროთ, მათი პროდუქცია ჩვენს სივრცეში განვათავსოთ, სადაც შემოსული სტუმრები პროდუქციის დათვალიერებას, შეძენას შეძლებენ. პერიოდულად ვაწყობთ გამოფენებს, ვაწყობთ პრეზენტაციებს. ასევე, საქმიანი შეხვედრებისთვის ძალიან კარგად ორგანიზებული სივრცეა“,- აცხადებს სოციალური კაფეს თანადამფუძნებელი.

მისი შეფასებით, ადამიანებმა ბიზნესის წარმოებისას არ იციან თუ როგორ დაბრენდობ პროდუქცია, უჭირთ ბიზნესის გაციფრულება და გაყიდვების თანამედროვე ტექნოლოგიებს სუსტად ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები