მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ ბევრი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს, თანაც მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
მილიონერების დიდმა ნაწილმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო, ზოგიერთმა მათგანმა სიმდიდრე ბიზნესით, მეწარმეობითა და ინვესტირებით დააგროვა. საერთო ჯამში, ფაქტია, რომ ახლა დედამიწაზე იმაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე.
უმდიდრესი მოქალაქეების კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პირდაპირ კავშირშია იქ მცხოვრები მოსახლეობის სიმდიდრესთან.
ამჯერად ისეთი ქვეყნების რეიტინგს გაგაცნობთ, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს:
1. აშშ
მშპ: $28.8 ტრლნ
მილიონერები: 5,492,400
ცენტიმილიონერები: 9,850
მილიარდერები: 788
2. ჩინეთი
მშპ: $18.5 ტრლნ
მილიონერები: 862,400
ცენტიმილიონერები: 2,352
მილიარდერები: 305
3. გერმანია
მშპ: $4.6 ტრლნ
მილიონერები: 806,100
ცენტიმილიონერები: 1,075
მილიარდერები: 82
4. იაპონია
მშპ: $4.1 ტრლნ
მილიონერები: 754,800
ცენტიმილიონერები: 748
მილიარდერები: 39
5. დიდი ბრიტანეთი
მშპ: $3.5 ტრლნ
მილიონერები: 602,500
ცენტიმილიონერები: 830
მილიარდერები: 75