მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი - გიორგი გახარია

ექსპრემიერი

გიორგი გახარია მთავრობის მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გაჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა. მისივე თქმით, ნათელია, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

"გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.

გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა", - წერს გახარია.

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები