მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის კურსის ცვლილების საკითხი კრიტიკულად არ დგას - მიხეილ ჭელიძე

მიხეილ ჭელიძე

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის კურსის ცვლილების საკითხი კრიტიკულად არ დგას. მან ამის შესახებ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჭელიძე იმეორებს გასული წლის მაისში BM.GE-სთან გაკეთებულ შეფასებას, რომ პოლიტიკა და ბიზნესი უნდა გაიმიჯნოს.

"რა თქმა უნდა, იმავე აზრზე ვარ. არ შეიძლება ბიზნესის და პოლიტიკის ერთ კონტექსტში მოხსენიება. ბიზნესის ერთადერთი ვალდებულებაა, რომ გადაიხადოს გადასახადები და ამით მისცეს სახელმწიფოს იმის რესურსი, რომ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს",- განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე კითხვის საპასუხოდ, მან იმის არგუმენტად, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაასახელა.

"მე ვთვლი, რომ ასე კრიტიკულად არ დგას ეს საკითხი, რომ დავუშვათ ქვეყანამ შეცვალა კურსი. ისევ ხდება ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულება, ეს არ შეწყვეტილა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაც ევროპულ სტანდარტებს მიჰყვება, შრომის ინსპექციაც შემოვიდა, ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც ევროპაშია და ხდება ევროპასთან ჰარმონიზება. დღგ-ს ნაწილიც მთლიანად ევროკავშირთანაა მორგებული. მე ამ კუთხით შემიძლია შევაფასო. ბიზნესის და ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციაც იგივეა",- ამბობს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები