მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაშვებულია

610f627010d1f
ინგა მურუსიძე
08.08.21 08:48
1157
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად მოიტანს შედეგს.

“აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.

ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი facebook-ში თავის გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები