მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოც.ქსელების ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

61eaf884d2cd3
BM.GE
21.01.22 22:13
1593
„მივესალმებით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერების სტუმრობას საქართველოში, რომლის შედეგადაც ჩვენ ვნახავთ არაერთ სტატიას თუ ბლოგს საქართველოს კურორტების, ზოგადად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც განვითარებული ტურისტული ქვეყნის ცნობადობის ზრდას და დაგვეხმარება ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო ბლოგერებსა და ინფლუენსერებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც ველნეს-კურორტ "ბიოლში" გაიმართა.

მასთან ერთად მოწვეულ სტუმრებს მიესალმა USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი.

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური ეწვია. ისინი დაათვალიერებენ საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობიან იქ არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფუენსერები ნახავენ გუდაურს, ბაკურიანს, ბახმაროს, სვანეთს, სტეფანწმინდასა და ბორჯომს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულში განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.

ინიციატივის ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოსვლის დღიდანვე დაიწყებენ საკმაოდ მასშტაბურ კამპანიას სოციალურ ქსელებში და პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სამთო, სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტები ინფლუენსერების სოციალურ ქსელებთან ერთად, USAID-ის, ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე აიტვირთება.

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები