მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს ქართულ ექსპორტს ევროკავშირში? - ელჩის პასუხი

ევროკავშირი საქართველო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასვლას აფერხებს, გეოგრაფიულ თავისებურებებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს გამოყოფს.

როგორც ელჩმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით სტაბილური პროგრესია.

„2014 წელს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, რასაც მოჰყვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასევე უვიზო რეჟიმი. ევროპული ბაზარი ღიაა ქართული კომპანიებისთვის. მესმის, რომ მარტივი არაა, ვინაიდან არის გარკვეული გეოგრაფიული დაშორება, ბიუროკრატიული პრობლემები, მაგრამ სტაბილური პროგრესია. ვიმედოვნებ, ყველა პროექტის შედეგად, რომელსაც მხარს ვუჭერთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაზრდელად, ასევე კანდიდატის სტატუსის დამსახურებით, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის კერძო ინვესტორებისთვის, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობა გაიზრდება“,- განაცხადა ელჩმა, რომელიც დღეს აშშ-ის ელჩთან ერთად, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები