მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა აქტივობებზე დახარჯავს ტურიზმის ადმინისტრაცია გამარტივებული შესყიდვის გზით ₾44 მილიონს?

ქვრივი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2026 წელს ქვეყნის შიდა და საერთაშორისო მარკეტინგისთვის 44.25 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს - ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი გამარტივებული შესყიდვის განცხადებიდან ირკვევა.

დოკუმენტების მიხედვით, ადმინისტრაციის პრიორიტეტია საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა მთავარ სამიზნე ბაზრებზე. ამისთვის 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილია საერთაშორისო გამოფენებსა და B2B ღონისძიებებში მონაწილეობა, მარკეტინგული კამპანიები ტელევიზიაში, ინტერნეტში, ბეჭდვით მედიასა და გარე რეკლამაში, ასევე ფოტო–ვიდეო კონტენტის მასშტაბური წარმოება.

ყველაზე დიდი თანხა – 30.28 მილიონი ლარი – მიზნობრივ ბაზრებზე რეკლამასა და მარკეტინგულ კამპანიებს მოხმარდება. ამას ემატება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხარჯი (6.84 მლნ), სპეციალური ვიდეორგოლების გადაღება (800 ათასი), კვლევები და ექსპერიმენტული განვითარების მომსახურებები (1.17 მლნ), პიარ–კონსულტაციები (597 ათასი), სუვენირების, სარეკლამო მასალებისა და ფოტომომსახურებების შესყიდვა.

რა მიმართულებით გამოიყოფა თანხები

  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა – 6 840 000 ლარი
  • სარეკლამო ვიდეორგოლების გადაღება – 800 000 ლარი
  • კვლევებისა და ექსპერიმენტული განვითარების მომსახურებები – 1 175 000 ლარი
  • პიარ–კონსულტაციები და მარკეტინგული მენეჯმენტი – 597 600 ლარი
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება – 1 767 500 ლარი
  • სასტუმრო, კვებისა და ლოჯისტიკის მომსახურებები
  • ფოტო–ვიდეო წარმოება, სუვენირები, ბეჭდვითი მასალები
  • ტრენინგები კერძო სექტორისთვის – 400 000 ლარი
  • ფოტო და ფოტომომსახურებები – 200 000 ლარი ჯამში

შესასყიდი საქონლისა და მომსახურებების სრული ჩამონათვალი

  1. ქართული ღვინო – 15 000 ლარი
  2. საერთაშორისო გამოფენები – 6 840 000 ლარი
  3. სასტუმროებში შეხვედრებისა და კონფერენციების მომსახურება – 500 000 ლარი
  4. სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი – 50 000 ლარი
  5. ინტერნეტსა და CDN მომსახურებები – 140 000 ლარი
  6. სატრენინგო მომსახურება – 400 000 ლარი
  7. სახელოვნებო მომსახურებები – 500 000 ლარი
  8. ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება – 80 000 ლარი
  9. სარეკლამო კლიპების გადაღება – 800 000 ლარი
  10. ტუროპერატორთა მომსახურება – 90 000 ლარი
  11. კვების მიწოდება – 380 000 ლარი
  12. ტვირთის გადაზიდვა – 130 000 ლარი
  13. კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების მომსახურება – 1 175 000 ლარი
  14. პიარ–კონსულტაციები – 597 600 ლარი
  15. კომერციული მომსახურებები – 1 767 500 ლარი
  16. სუვენირები – 300 000 ლარი
  17. ფოტოები – 50 000 ლარი
  18. ინტეგრირებული სარეკლამო კამპანიები – 30 285 720 ლარი
  19. ფოტომომსახურებები – 150 000 ლარი

საერთაშორისო და შიდა აქტივობები

ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს:

საერთაშორისო ბაზრებზე

  • მონაწილეობას 15 მსხვილ ტურისტულ გამოფენასა და B2B ღონისძიებაში (ITB Berlin, ITB China, WTM London, FITUR და სხვ.)
  • ქართული სტენდის აგებას, დიზაინს, ტრანსპორტირებასა და აღჭურვილობას
  • პრეზენტაციებს, ვებინარებს, კულტურულ პროგრამებს
  • გარე, სატელევიზიო, ციფრულ და ბეჭდვით რეკლამას
  • ფოტობანკის მუდმივ განახლებას
  • თანამშრომლობას საერთაშორისო ანალიტიკურ პლატფორმებთან:
    Str Global, Mastercard, ForwardKeys, AirDNA, Statista

შიდა საიმიჯო და მარკეტინგული პროექტები

  • „მოიარე საქართველოს“ განახლებული კამპანიის გაშვება
  • ოთხ სეზონზე ეროვნული ფოტოგადაღებები სტრატეგიულ ლოკაციებზე
  • გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ – 6 რეგიონში
  • ბიზნეს–ტურიზმის ხელშეწყობა და TARIFA 2026-ის ორგანიზება
  • ტრენინგები ტურიზმის ინდუსტრიის მონაწილეებისთვის
  • ახალი ბრენდ–ბუქის მომზადება 100 ეროვნული სიმბოლოს საფუძველზე.

2026 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 16.4 მილიონი ლარით, 65.1 მილიონ ლარამდე იზრდება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის ზრდა სხვა მიზეზებთან ერთად დაკავშირებულია კურორტების განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის შერწყმასთან, რაც 2025 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. აღნიშნული სააგენტოს ბიუჯეტი წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები