მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ბრომატი?

მთის წყალი

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პორტფელში რეგისტრირებული ბრენდი, წყალი “მთის” ახალ ეტაპზე გადავიდა, გაიხსნა დამოუკიდებელი ქარხანა, სადაც წყალი ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით იწარმოება. განახლებულ შეფუთვასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა, ისიც რომ წყალი “მთის” წარმოებულ პროდუქციაში ბრომატის 0%-იანი შემადგენლობაა.სწორედ განახლებული ქარხნის გაშვების შემდეგ შევიტყვეთ და თან დავინტერესდით, რას წარმოადგენს ბრომატი? რა საფრთხეებს შეიცავს ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

წყლის ოზონირება და რისკები

წყლის ოზონირება სადეზინფექციო პროცესის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც წყლის წარმოებისას გამოიყენება.ოზონირება წყალს წარმოების პროცესში ისეთი მავნე ნივთიერებების რისკებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს: ობი, სოკო, მავნე მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და ვირუსები.

ოზონი შლის და წყალში სხვა და სხვა მიკროორგანიზმებს ანადგურებს. ძლიერ მჟანგავი ოზონი მიკროორგანიზმში აღწევს და მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ) ჟანგავს. წყლის ოზონირების დოზის და არასწორი რეჟიმის შერჩევისას, წყალში შეიძლება სხვა დაჟანგვის არასახარბიელო პროდუქტები წარმოიქმნას, რომლებიც დასუფთავების პროცესის დროს ძნელად გასაუვნებელია და შეიძლება იყოს უფრო ტოქსიკური, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ბრომატი.

შესაბამისად, ბრომატი შეიძლება წარმოიქმნას წყალში ოზონირების დროს, თუმცა რაც უფრო ნაკლებია ოზონის დონე წარმოებისას, მით უფრო იკლებს ბრომატის შემცველობა წყალში. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბრომატი, როგორც ქიმიური მავნე ნივთიერება, აღიარა როგორც მომწამვლელი კანცეროგენი.

ბრომატის განსაზღვრა წყალში

ბუნებრივი წყალი შეიცავს ნივთიერება ბრომიდს, რომელიც ოზონთან ურთიერთქმედების დროს გარდაიქმნება ბრომატად. მინერალურ წყალში მისი მაქსიმალური შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l).განსხვავებული დასაშვები ნორმა აქვს U.S EPA (United States environmental protection agency)-ს და European commission's-ს. მათი ლიმიტი არის 10 ppb.

საქართველოს კანონმდებლობით - საქართველოს მთავრობის დადგენილება N26 ბრომატის დონე არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l). სურსათის ეტიკეტირების წესში არ არის შეტანილი ვალდებულება ბრომატის შემცველობაზე პროდუქტზე დატანის შესახებ.

მაღალი კონცენტრაციის ბრომატი როდესაც ხვდება ორგანიზმში იწვევს თირკმელების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. ასევე, ზრდის კიბოს განვითარების რისკს მისი კანცეროგენული თვისებებიდან და ბუნებიდან გამომდინარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები