მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ჰედჰანთინგი? - One Point

რა არის ჰედჰანთინგი? - One Point
06.03.24 12:10
258

რა არის ჰედჰანთინგი? - One Point

ორგანიზაციული კულტურა, თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხი და კომპანიის გრძელვადიანი წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არის დაკომპლექტებული გუნდი, ვინ იკავებს მენეჯერულ და სხვა კრიტიკულ პოზიციებს. გუნდის არასწორად დაკომპლექტებამ შესაძლოა თანამშრომელთა დემოტივაცია, ბიზნესპროცესების არაეფექტურობა და უკიდურეს შემთხვევაში, ორგანიზაციის სტაგნაცია გამოიწვიოს.

ასეთი ტიპის პოზიციებზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მოზიდვაში კი პერსონალის შერჩევის ერთ-ერთი მეთოდი, კერძოდ ჰედჰანთინგი გვეხმარება.

HR აუთსორსინგული კომპანია “One Point” 20-წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს გამორჩეულ HR პრაქტიკებსა და მიდგომებს სთავაზობს. კომპანიის სერვისებიდან კი ერთ-ერთი გამორჩეულად მოთხოვნადი მომსახურება სწორედ ჰედჰანთინგია.

რა არის ჰედჰანთინგი?

ჰედჰანთინგი წარმოადგენს მენეჯერული ან კრიტიკული ვაკანტური პოზიციის შევსებას კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე საუკეთესო კანდიდატით. ჩვეულებრივი რეკრუტინგის პროცესისგან განსხვავებით, ჰედჰანთინგის პროცესში წერტილოვნად და მიზანმიმართულად ხდება საინტერესო კანდიდატებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით დაკავშირება და მათი ახალ კომპანიაში „გადმობირება“.

ჰედჰანთინგის პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამკვეთი კომპანიის ტექნიკური საჭიროებების და შიდა ორგანიზაციული კულტურის გაცნობას, რათა თავისუფალი პოზიცია ყველაზე შესაფერისი კანდიდატით შეივსოს ტოპ კანდიდატების ძიების პროცესში.

ჰედჰანთინგი საინტერესოა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც კონკრეტული კვალიფიკაციისა და უნარების მქონე თანამშრომლის შერჩევა

ესაჭიროება, და რაც შეიძლება მოკლე ვადაში. ამასთან ერთად, შესაძლოა, კომპანიებს ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, სურდეთ კანდიდატის შერჩევის პროცესი კონფიდენციალურად წარიმართოს.

ჰედჰანთინგი One Point-ში შემდეგ პროცესებს მოიცავს:

  • ბიზნესის საჭიროებების გამოვლენა;
  • შესაბამისი კანდიდატების მოძიება, მათთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
  • დამკვეთისთვის შერჩეული კანდიდატების წარდგენა და მხარდაჭერა ინტერვიუს ჩატარების პროცესში;
  • შერჩეულ კანდიდატთან წინასახელშეკრულებო პროცესების ორგანიზება.

რა სარგებელი აქვს ჰედჰანთინგს ბიზნესისთვის?

წვდომა საუკეთესო პროფესიონალებზე - ჰედჰანთინგი თავისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი კომპეტენციისა და საუკეთესო უნარების მქონე კანდიდატებთან დაკავშირების საშუალებას იძლევა. ასეთ დროს შესაძლებელი ხდება ისეთი კანდიდატების მოძიებაც, რომლებიც მიზანმიმართულად არ ეძებენ დასაქმების ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ფლობენ დამკვეთი ორგანიზაციისთვის სასურველ უნარებსა და გამოცდილებას.

შერჩევის სისწრაფე - კვალიფიციური კანდიდატების წერტილოვანი მოძიების გზით მცირდება დრო, რომელსაც კომპანიები თანამშრომლების მოძიებაში ხარჯავენ.

კონფიდენციალურობა - ჰედჰანთინგის დროს შერჩევის პროცესი დამკვეთი კომპანიის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია, სრულიად კონფიდეციალურად წარიმართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ დროს კონკრეტული კანდიდატები იღებენ შეთავაზებებს აუთსორსინგული კომპანიის ჩართულობით.

ჰედჰანთინგი - “One Point”-ის სერვისი

კომპანია კანდიდატთა საუკეთესო ხარისხის, მოცულობით ბაზას იყენებს. CRM სისტემებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კი შერჩევის სიზუსტესა და სისწრაფეს უზრუნველყოფს. სამუშაო პროცესში დამკვეთისა და კანდიდატების კონფიდენციალურობა 100%-ითაა დაცული.

ჰედჰანთინგის სერვისით დაინტერესების შემთხვევაში, დაჯავშნეთ შეხვედრა კომპანიის HR მენეჯერთან, ხოლო თუ გსურთ უკეთ გაიგოთ რა არის ჰედჰანთინგი ან ადამიანური რესურსების მართვის სხვა რომელიმე მიმართულება, აქტიურად ადევნეთ თვალი “One Point”-ის ვებსაიტზე განთავსებულ ბლოგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები