ოფიციალური მეთოდოლოგიით, საშუალო შინამეურნეობაში (ოჯახში) მაცხოვრებელთა რაოდენობა 3.5-ს შეადგენს, შესაბამისად, ერთ სულზე საშუალო ყოველთვიური დანახარჯებიც 327.7 ლარია.
საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობების ხარჯების უდიდესი ნაწილი სურსათზე მოდის. კონკრეტულად კი სასურსათო ხარჯებს მთლიანი ხარჯების 37.8% უკავია. სრულად აღნიშნული განაწილება ასე გამოიყურება:
- სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე - 37.8%;
- სხვა სამომხმარებლო ხარჯები - 15%;
- საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე - 12.9%;
- ტრანსპორტზე - 12%;
- ჯანმრთელობის დაცვაზე - 11.8%;
- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 4.2%;
- საოჯახო მოხმარების საქონელზე - 3.6%;
- განათლებაზე - 2.8%.
რაც შეეხება შემოსავლების მოცულობას, საშუალო თვიური ფულადი და არაფულადი სახსრების მოცულობა 2019 წელს 1175.3 ლარს შეადგენდა (ერთ სულზე 336.1 ლარს). შესაბამისად, მოქალაქეთა შემოსავლები მათ ხარჯებს თვეში სულ 9 ლარით აღემატებოდა.