მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაკარგა ქუთაისმა პარლამენტის თბილისში დაბრუნებით?

644398118efa3
თინათინ ნატმელაძე
23.04.23 00:26
2537
„ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული პარლამენტის შენობის მშენებლობა, მაგრამ ბიზნესმა იგრძნო ეს მიზიდულობის ძირითადი კერის გაჩენა და დაიწყეს მსხვილმა სასტუმროებმა თავიანთი ინფრასტრუქტურის შეძენა, მოწყობა და ა.შ.“, - ამბობს კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი BMGTV-ის გადაცემა "წერტილში". 

ის აღნიშნავს, რომ პარლამენტის ამ ქალაქში დარჩენა გაზრდიდა მხარჯველუნარიანი ტურისტების ვიზიტებს და ადგილობრივ ბიუჯეტს, რის შემდეგაც იქ მაცხოვრებლებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა აღარ მოუწევდათ.

„მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პარლამენტის ბედი ბუნდოვანი იყო, ქალაქის ცენტრში გაჩნდა მიტოვებული ადგილები, სადაც უნდა აშენებულიყო ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რომელიც მოემსახურებოდა ბიზნეს ვიზიტორებს. ეს არამარტო ქუთაისისთვის იყო მნიშვნელოვანი, ასევე განვითარდებოდა წყალტუბო და ის 12-ვე მუნიციპალიტეტი, რომელიც იმერეთშია“, - აცხადებს ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, პარლამენტის ყოფილი შენობა ახლა მიტოვებული და მოუვლელია და ბიზნესი ვერც იმაში იყენებს ტურისტებს აჩვენოს და აუხსნას, რომ აქ ერთ დროს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები