„რა დავაკელით? ვაღიარებთ, საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო“, - ასე პასუხობს NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის ტემპთან დაკავშირებით მედიის კითხვას.
„როცა მეკითხებიან, რა დავაკელით ადამიანებს, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა - სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ აქამდე არ იყო კამპანია აქტიურიო, იცით ამაზეც ჩემი პასუხი - ეს უნდა დაიწყო მაშინ, როცა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა გაქვს და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის მარათონი, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ეფექტიანია, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ვაქცინის სიკეთის შესახებ და 49 დიდ სოფელში მეტი ადამიანი ემზადება ვაქცინაციისთვის.




























