მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფორმით ჩაერთვება საბანკო სექტორი ტაქსების რეფორმაში? - ვახტანგ ბუცხრიკიძე

63db72f914925
თინათინ ნატმელაძე
02.02.23 13:05
1058
„თიბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის გათვალისწინებით მიღებული ცვლილებები, რომელიც ტაქსების ლიცენზიაზე ერთგვარი ღირებულების მინიჭებას გულისხმობს, ამ ბიზნესს საბანკო სექტორისთვის ბევრად უფრო საინტერესოს გახდის.

მისივე ცნობით, საბანკო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ბიზნესის დაფინანსებაში და მოახერხებს, რომ თბილისის მოქალაქეებისთვის ავტოპარკის განახლება დააფინანსოს.

„ტაქსების რეფორმა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, ბევრად შეამცირებს რისკებს და ვფიქრობ, რომ საბანკო სექტორის აქტივობა მნიშვნელოვანი იქნება. როგორც საუბარი იყო, ტაქსების ლიცენზიებს ღირებულება მიენიჭება, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, შეიძლება ეს 2-3 თვეში არ მოხდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად შეიძენს ღირებულებას, შესაბამისად, ამ საკითხს საბანკო სექტორისთვის კრიტიკული მნიშვნელობა მიენიჭება, ასე ვთქვათ, უფრო საინტერესო გახდება ამ მიმართულებით მუშაობა.

შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, „თიბისი“ ბანკი და მთლიანად საბანკო სექტორი, შევეცდებით, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხზე - ახალი ტექნოლოგიური მანქანებით უზრუნველყოფაზე და მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტის შეთავაზებაზე. ვფიქრობ, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორი შეძლებს განახლებული ავტოპარკი დააფინანსოს თბილისის მოქალაქეებისთვის, ამისთვის საბანკო აქტიურობას გავზრდით და უფრო მეტად შევძლებთ საბანკო სესხების გაცემას“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები