მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გააქვს საქართველოს ევროკავშირში - სპილენძი, თხილი, ოქროს ჯართი (TOP 10 პროდუქტი)

60a8d00c8d31e
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.21 13:30
4415
2021 იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19.6%-ით აღემატება. წელს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტმა $276 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით EU-მ საქართველოს მთლიან ექსპორტში 23%-იანი წილი დაიკავა.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი ნედლეულს წარმოადენს - მათ შორის პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები, რომელთა ინდუსტრიული გადამუშავება სწორედ ევროკავშირში ხდება. ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს თხილი, მესამეზე კი აზოტოვანი სასუქებია. 

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ევროკავშირში (იანვარ-აპრილის მონაცემებით):

1) მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $97.9 მილიონი, 46,982 ტონა, კლება წინა წელთან -9%



2) თხილი და სხვა კაკალი - $18.4 მილიონი, 2,929 ტონა, მატება წინა წელთან 50%



3) აზოტოვანი სასუქები - $13.6 მილიონი, 73,110 ტონა, მატება წინა წელთან 54%



4) ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების - $9.6 მილიონი, 61 ტონა, მატება წინა წელთან 225%



5) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $8.1 მილიონი, 2,436 ტონა, მატება წინა წელთან 16%



6) სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტი - $7.9 მილიონი, 2,558 ტონა, მატება წინა წელთან 115%



7) ნაწარმი ხისა, სხვა - $6.5 მილიონი, 2,413 ტონა, მატება წინა წელთან 95%



8) მინერალური და მტკნარი წყლები - $5.6 მილიონი, 8,628 ტონა, კლება წინა წელთან -8%



9) მსუბუქი ავტომობილები - $4.8 მილიონი, მატება წინა წელთან 32%



10) ფეროშენადნობები - $3.7 მილიონი, 3,595 ტონა, კლება წინა წელთან -9%




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები