მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გააქვს უკრაინას ექსპორტზე მსოფლიოში

62287a1f0ad0b
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.22 14:20
1547
2021 წელს უკრაინამ მსოფლიოში რეკორდულად დიდი ექსპორტი განახორციელა. ექსპორტი $68 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 38.4%-ით მეტი იყო. იმპორტი კი $72.8 მილიარდი იყო, რაც 34%-ით გაიზარდა.

უკრაინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, სადაც გასულ წელს $8 მილიარდის საქონელი გაიტანა. მეორე ადგილზეა პოლონეთი $5.2 მილიარდით, მესამეზე იტალია $3.5 მილიარდით, მეოთხეზე რუსეთი $3.4 მილიარდით, მეხუთე პოზიციას $2.9 მილიარდით გერმანია იკავებს.

უკრაინის მთავარი საექსპორტო საქონელი 2021 წელს:

1. შავი მეტალები - 14 მილიარდი დოლარი, მატება 81%;
2. მარცვლეული - 12.3 მილიარდი დოლარი, მატება 31%;
3. მცენარეული ზეთები - 7 მილიარდი დოლარი, მატება 22%
4. მცენარეული წარმოშობის სხვა საკვები პროდუქტები - 3.8 მილიარდი, მატება 13%;
5. მანქანა/დანადგარები - 3.1 მილიარდი დოლარი, მატება 22.5%;
6. ქიმიური ნაწარმი - 2.8 მილიარდი დოლარი, მატება 39%;
7. ხის მასალა - 2 მილიარდი დოლარი, მატება 42.1%;
8. ცოცხალი ცხოველები და ცხოველური ნაწარმი, მათ შორის ხორცი - 1.3 მილიარდი დოლარი, მატება 13%;
9. პოლიმერები - 1.1 მილიარდი დოლარი, მატება 62%;
10. ტექსტილი - 865 მილიონი დოლარი, მატება 11%.

უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა $759 მილიონი დოლარი იყო. აქედან საქართველოს ექსპორტი - $307 მილიონი (რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანა), იმპორტი კი $451 მილიონი იყო, რაც უკრაინას იმპორტის მხრივ საქართველოს რიგით მერვე უმსხვილეს პარტნიორად აქცევს.

უკრაინაში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო; 2021 წელს უკრაინაში ექსპორტზე საქართველოდან 13,500 ავტომობილი გავიდა, რომელთა საერთო ღირებულება 88 მილიონ დოლარს შეადგენდა. უკრაინაში 2021 წელს ავტოექსპორტი 10%-ით გაიზარდა. უკრაინა უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ავტოექსპორტისთვის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია. უკრაინაში საქართველოს მეორე უმსხვილესი საქონელი სპირტიანი სასმელებია, რომლის ექსპორტიც $43 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება უკრაინიდან იმპორტს, უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი არის თამბაქოს ნაწარმი, რადგანაც თამბაქოს საერთაშორისო კომპანიების ნაწილი საქართველოს თამბაქოთი სწორედ უკრაინიდან ამარაგებენ. იმპორტში მეორე ადგილზეა ფოლადი, მესამეზე კი მედიკამენტები.

საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 2021 წელს:

1 მსუბუქი ავტომობილები - $88,061,990 დოლარი;
2 სპირტიანი სასმელები - $43,432,740 დოლარი;
3 აზოტოვანი სასუქები - $38,039,840 დოლარი;
4 მინერალური და მტკნარი წყლები - $26,203,000 დოლარი;
5 ყურძნის ნატურალური ღვინოები - $25,151,950 დოლარი;
6 ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $20,462,670 დოლარი;
7 კომპიუტერები - $15,330,220 დოლარი;
8 მობილური ტელეფონები - $6,796,290 დოლარი;
9 პოლიმერები, ეთილენი - $6,398,860 დოლარი;
10 ფეროშენადნობები - $4,934,570 დოლარი;

საქართველოს იმპორტი უკრაინიდან 2021 წელს:

1 თამბაქოს ნაწარმი - $77,960,060 დოლარი;
2 ფოლადი - $23,124,410 დოლარი;
3 მედიკამენტები - $21,180,200 დოლარი;
4 არმატურა - $18,784,930 დოლარი;
5 კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $14,394,930 დოლარი;
6 შოკოლადი და კაკაო - $11,183,420 დოლარი;
7 პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - $9,896,100 დოლარი;
8 სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქოს ნაწარმი - $8,994,440 დოლარი;
9 გაზირებული შაქრიანი სასმელები - $7,652,650 დოლარი;
10 გაყინული ხორცი - $7,476,570 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები