მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გახდა Sarepta Therapeutics-ის კვარტალური შედეგების ზრდის მიზეზი?

კვარტალური
BM. GE
11.08.25 00:08
449

ამერიკულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია Sarepta Therapeutics-მ მეორე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, ბოლო 3 თვეში შემოსავლები $611 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 68%-ით მეტია. ამ მხრივ კომპანიამ ეკონომისტების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გაზრდილი შემოსავლების ფონზე გაიზარდა 1 აქციაზე გასაცემი დივიდენდების რაოდენობაც და $2.02 დოლარი შეადგინა. ეკონომისტები კი პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი $1.11 დოლარს არ აღემატებოდა. კვარტალური შედეგების თანახმად, Sarepta-ს წმინდა მოგებამ $196.9 მილიარდი შეადგინა, რაც თითო აქციაზე $1.89 დოლარს უდრის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიის წარმატების მთავარი მიზეზი ELEVIDYS-ის გენურ თერაპიაზე გაზრდილი მოთხოვნა გახდა. თერაპიაზე, რომელიც დუშენის კუნთოვან დისტროფიასთან გასამკლავებლად გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები