მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა განსხვავებაა ომთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის რეზოლუციებს შორის?

რეზოლუცია

რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რეზოლუციები წარადგინეს.

აშშ-ის მთავრობის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაში საუბარია მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობაზე, თუმცა ტექსტში არ არის ნახსენები არც უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის საკითხი, არც რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა და თან რეზოლუციაში არ არის აღნიშნული, რომ კონფლიქტის დაწყების ბრალეულობა მოსკოვს ეკისრება.

შედარებისთვის, ევროკავშირის მიერ დარეგისტრირებულ დოკუმენტში საუბარია როგორც მშვიდობის აუცილებლობაზე, ასევე რუსული ჯარების გაყვანის ვალდებულებაზე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის მიერ წარმოდგენილმა რეზოლუციამ დასავლელი ლიდერების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ზემოხსენებული დოკუმენტი მხოლოდ ერთი მხარის, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს იცავს და ის კრემლს არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს.

როგორც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რეზოლუციის წარმოდგენის მიზანი უახლოეს მომავალში მშვიდობის დამყარებაა, რომლის რეალური შესაძლებლობა არსებობს და ის ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული.

აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას არავითარი სამართლებრივი ვალდებულება არ ახლავს თან, ანუ ის მხოლოდ სიმბოლურ ჟესტს წარმოადგენს და პოლიტიკურ განცხადებად უნდა განხილული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები